9/3/2012
ჯაბა დვალი ეროვნულ ნაკრებში (EN)

დინამო თბილისში დაბრუნებულ ჯაბა დვალს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის პირველი შეხვედრებისთვის უხმო. ჯაბა დვალი ჯვაროსნებთან ერთად თავისი სადებიუტო შეხვედრისთვის მოემზადება. შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელები 7 სექტემბერს ბელორუსის, ხოლო 11 სექტემბერს მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონ – ესპანეთის ნაკრებს დინამო არენაზე დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ნაკრებში ყველაზე მეტი წარმომადგენელი დინამო თბილისს ჰყავს. ჩვენი გუნდიდან ჯვაროსანთა რიგებში სამი ფეხბურთელი – გიორგი ლორია, გიორგი რეხვიაშვილი და ჯაბა დვალი არის გამოძახებული.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024