8/11/2011
დინამოელები ნაკრებში (EN)

საქართველოს ნაკრებმა ლიუბინში ამხანაგური მატჩი პოლონელებთან მინიმალური სხვაობით 0:1 დათმო. სრულად ჩაატარა მატჩი დინამოელთა მეკარემ გიორგი ლორიამ. მასპინძლებმა ლორიას კარის აღება 36-ე წუთზე შეძლეს. მთელი მატჩის მანძილზე პრაქტიკულად უშეცდომოდ მოთამაშე მეკარეს, ბლაშჩიკოვსკიმ ახლო მანძილიდან გაუტანა.
ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფრედ 2:2 ითამაშა ორჰეიში მოლდოვასთან გამართუილ ამხანაგურ მატჩში. ორივე ბურთი მასპინძლებმა 11 მეტრიანი დარტყმით გაიტანეს. დინამოელმა ნიკა კვეკევსკირმა სრულად ითამაშა, ჯაბა ჯიღაური კი შეხვედრაში 46-ე წუთზე ჭანტურიას ნაცვლად ჩაერთო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024