9/13/2011
ჰომოლას ინტერვიუ (EN)

დინამო თბილისის ჩეხი ლეგიონერი ირჟი ჰომოლა დაიბადა ყოფილი ჩეხოსლოვაკიის ქალაქ ნიმბურკში, დღეისათვის თავის მეუღლესთან და 2 წლის ვაჟთან ერთად ცხოვრობს ნევიჟდში. ფეხბურთის თამაში დაიწყო 6 წლის ასაკიდან სოკოლ პრეროვის ასაკობრივ გუნდში. ოჯახის უფროსიც ფეხბურთელი იყო და თამაშობდა ჩეხოსლოვაკიის მე-2 ლიგის გუნდებში.

ირჟიმ  კარიერაში არაერთი კლუბი გამოიცვალა, რომელთაგანაც აღსანიშნავია პრაღის სპარტას შემადენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე და უეფას თასზე ასპარეზობის პერიოდი.

ახალგაზრდულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 2 თამაში, ხოლო ეროვნულში მის ანგარიშზე ერთი ამხანაგური შეხვედრაა შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ. მისთვის ყველაზე სასურველია დაცვის ხაზზე ცენტრში ასპარეზობა, ვინაიდან ყველა კლუბში ამ პოზიციაზე თამაშობდა.

ჩვენს კლუბში გადმოსვლამდე ქართული ფეხბურთის შესახებ მისი ინფორმაცია მხოლოდ დინამო თბილისით შემოიფარგლებოდა. აღნიშნავს, რომ პროფესიულ და მაღალი დონის კლუბში ამოჰყო თავი, ხოლო უსიამოვნოდ განცვიფრებული დარჩა პერიფერიაში სტადიონების მდგომარეობით. ქართული და ჩეხური საკლუბო ფეხბურთის შედარებისას, სწორედ ინფრასტრუქტურის გამართულობას უსვამს ხაზს.

კლუბში კი თვლის, რომ ყველაფერი მაღალ დონეზე კეთდება და ასევე აღნიშნავს იმ მეგობრულ ატმოსფეროს, რომელიც დახვდა დინამოში.

- ყოველდღიურად ვპროგრესირებთ და შესაბამისად დიდი იმედი გვაქვს, რომ წელს სეზონს აუცილებლად ჩემპიონის ტიტულით დავასრულებთ.

 

თვლის, რომ დინამოს სერიოზული კონკურენტები ჰყავს ზესტაფონის, ოლიმპის და ტორპედოს სახით, თუმცა დარწმუნებულია თავისი კლუბის უპირატესობაში და გულშემატკივარს დუბლით აიმედებს.

დინამოსთან კიდევ ერთწლიანი მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს და აპირებს თავისი საუკეთესო თამაშის ჩვენებას. Kონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ჯერ არ იცის გააგრძელებს თუ არა სპორტულ კარიერას, ხოლო კითხვაზე ისურვებდა თუ არა მომავალში მწვრთნელ%

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024