გორში გამართული დილა 1:2 დინამოს დაპირისპირების შემდგომ,მეტოქე გუნდის თავკაცებმა მატჩის შესახებ კომეატარი გააკეთეს.
ალექს გარსია – რთული თამაში გვქონდა.ზესტაფონთან გამართული შეხვედრის მსგავსად დღესაც უკანასკნელ წუთზე მოვახერხეთ გოლის გატანა და ტაბლოზე საჩვენო შედეგის დაფიქსირება.ეს კი იმას ნიშნავს,რომ გუნდი სუნთქვას და შეხვედრის უკანასკნელ წუთამდე იბრძვის მოსაგებად.ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ,რამეთუ დაგეგმილი სამი ქულა შევმატეთ ჩვენს ქულათა მარაგს.
გიორგი ცეცაძე – როგორც ხედავთ ძლიერ მეტოქეებთან ჭიდილში არ გვიმართლებს.პირველი ლიგიდან გადმოსვლის შემდეგ მხოლოდ რვა კვირა გვქონდა იმისათვის,რომ ფაქტობრივად ახალი გუნდი აგვეშენებინა,რომელსაც უმაღლეს ლიგაში დადებითი რეზულტატის ჩვენება შეეძლებოდა.არ ვარ დღევანდელი თამაშით უკმაყოფილო.ბიჭებს გარჯას ვერ დავუკარგავ,მათ მოინდომეს ანგარიშის გათანაბრებაც შესძლეს თუმცა... მაინც წავაგეთ.იმედია ძალიან მალე გავტეხთ ჩვენთვის ამ უსიამოვნო ნავსს და საკუთარ კედლებშიც მოვახერხებთ ქულების მოგროვებას.