ავსტრიულ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 17–წლამდელთა ნაკრებმა პირველივე შეხვედრაში იმარჯვა. ვასილ მაისურაძის შეგირდებმა, რომელიც დინამო თბილისის დუბლშემადგენლობის მთავარი მწვრთნელია, ერთი წლით უფროს გუნდთან, გრაცის შტურმის 18–წლამდელებთან ისპარინგეს და 4:0 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ ოთხი გატანილი ბურთიდან სამი დინამოელთა ანგარიშზეა – ჭიაბერ ჭეჭელაშვილიმა, ვანო წილოსანმა და არჩილ მესხმა თითო–თითო გატანილი ბურთით გამოიჩინეს თავი. საგულისხმოა, რომ მოზარდ ჯვაროსანთა მეკარეების მწვრთნელიც დინამოს მეკარეთა მწვრთნელი, თემურ ჩარკვიანი არის. დასასრულს გეტყვით, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის რეპორტაჟები შეიძინა და 4, 7 და 10 მაისს, ყველას ექნება საშუალება, პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალი ჩვენი ახალგაზრდების გამოსვლას ევროპის პირველობაზე.