01.08.2011
დინამო მომავალი შეხვედრისთვის ემზადება

დინამო მომავალი შეხვედრისთვის ემზადება. გუნდმა საგურამოს ბაზაზე დღეს ორჯერ ივარჯიშა. დინამოელები უეფას ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაშიც გამარჯვებას გვპირდებიან.
ალექსანდრე კოშკაძე – რეიკიავიკში კარგი მატჩი ვითამაშეთ და ვიმედოვნებ თბილისშიც წარმატებით გამოვალთ. ვფიქრობ განმეორებით შეხვედრაში გულშემატკივრის მხარდაჭერა არ მოგვაკლდება და ჩვენც სანახაობრივი თამაშით მათ გახარებას შევეცდებით.
გიორგი კახელიშვილი – პირველი მატჩით ყველანი ძალიან კმაყოფილები ვართ. კარგი მოგება იყო. თბილისშიც უნდა მოვიგოთ. ვისურვებდი თბილისში ბევრი მაყურებელი მოვიდეს. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად შევეცდებით ისინი შინ კმაყოფილები დაბრუნდნენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024