05.08.2011
პრესკონფერენცია

მატჩის შემდეგ პირველი ჟურნალისტებს ისლანდიელთა თავკაცი რუნარ კრისტინსონი შეხვდა.
რუნარ კრისტინსონი – კარგად გვესმოდა, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი არ გვქონდა და გვინდოდა მაყურებლისთვის კარგი შთაბეჭდილება დაგვეტოვებინა. ძალიან დაამძიმა მატჩი შეხვედრის არბიტრმა, რომელმაც ფეხბურთელებს მგონი 12 ყვითელი ბარათი და 1 წითელი ბარათი აჩვენა. სწორი გადაწყვეტილება მივიღე როდესაც რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს დასვენების საშუალება მივეცი, რადგან მალე ისლანდიის თასზე მნიშვნელოვანი მატჩი გველის.
ისლანდიელი სტუმრის შემდეგ ჟურნალისტთა კითხვებს ჩვენი გუნდის თავკაცმა ალექს გარსიამ უპასუხა.
ალექს გარსია – მოედანმა არ მოგვცა საშუალება ჩვენი თამაში გვეჩვენებინა. საფარმა იმოქმედა თამაშის ხარისხზე, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მეორე ნახევრის დასაწყისში გავიტანეთ და დავწყნარდით. დღეს ვისიამოვნებთ გამარჯვებით და ხვალიდან ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრისთვის მოვემზადებით.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024