დინამოს რიგებში ახალი ლეგიონერი ჩაირიცხა, ჩვენი კლუბის ღირსებას 29 წლის ესპანელი ნახევარმცველი მიკელ ალვარო დაიცავს. ბასკმა ფეხბურთელმა ბოლო სეზონი ესპანური სეგუნდას ცნობილ კლუბ ნუმანსიაში გაატარა, მანამდე კი იგი ლეიდაში გამოდიოდა. დღეს სახელობის ეროვნულ სტადიონზე დინამოს ახალი ფეხბურთელი წარადგინეს. მიკელ ალვაროსთან 2 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, 11-ნომრიანი მაისური ფეხბურთელს გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გადასცა.
მიკელ ალვარო - აქ ჩამოსვლით ძალიან ბედნიერი ვარ, დინამოში ძალიან კარგად მიმიღეს როგორც ესპანელმა ასევე ქართველმა თანაგუნდელებმა. ძალიან ამაყი ვარ, რომ ისეთ ცნობილ კლუბში ვითამაშებ როგორიც თბილისის დინამოა.
ზურაბ პოლოლიკაშვილი - მიკელ ალვაროს დიდი წარმატებებს ვუსურვებ დინამოში. ჩვენ ვეცდებით კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი გუნდი. ყველანი მაქსიმუმს გავაკეთებთ რათა აეკის დამარცხება შევძლოთ და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშოთ. ფეხბურთელებს და მთლიანად გუნდს ყველა პირობა აქვს შექმნილი პრინციპული მატჩებისთვის ნაყოფიერად მომზადებისთვის.
კლუბის გენერალურმა დირექტორმა ჩვენი გუნდის სამომავლო გეგმებზეც ვრცლად ისაუბრა და ჯურნალისტთა შეკითხვებს ამომწურავი პასუხი გასცა.