ხუთშაბათს, 25 აგვისტოს 21 საათზე უეფას ევროპის ლიგის ფლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში თბილისის დინამო ეროვნულ სტადიონზე ათენის აეკ-ს უმასპინძლებს. მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია სამშაბათიდან დაიწყება. ბილეთის ფასი 3, 5 და 7 ლარი იქნება. ბილეთის შეძენა სტადიონის სალაროებში და მეტროპოლიტენის სადგურებთან მდებარე ექსპრესის პრესის გავრცელების ჯიხურებში იქნება შესაძლებელი.
გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება სტადიონზე შესვლის წესებს, რომელიც მოცემულიაასევე ბილეთის მეორე აქვე გაცნობებთ, რომ ჩრდილოეთი და სამხრეთი ტრიბუნების ბილეთების ფასი 3 ლარია. სამხრეთი ტრიბუნის ბილეთის /წითელი ფერი/ მქონე გულშემატკივარი სტადიონზე ცაბაძის ქუჩის მხრიდან მოხვდება /კარი 2-3/. ჩრდილოეთი ტრიბუნის ბილეთის / ყვითელი ფერი / მქონე გულშემატკივარი სტადიონზე მეტერეველის ქუჩის მხრიდან მოხვდება /ყოფილი საგურამოს ქუჩა, კარი 5-6/. დასავლეთი და აღმოსავლეთი ტრიბუნების მეორე იარუსის ბილეთების ფასი 5 ლარია. დასავლეთი ტრიბუნის ბილეთის /ლურჯი ფერი/ მქონე გულშემატკივარი სტადიონზე დავით ყიფიანის ქუჩის მხრიდან მოხვდება /კარი 1/. აღმოსავლეთი ტრიბუნის ბილეთის /მწვანე ფერი/ მქონე გულშემატკივარი სტადიონზე წერეთლის პროსპექტის მხრიდან მოხვდება /კარი 4-5/. დასავლეთი და აღმოსავლეთის ტრიბუნების პირველი იარუსის ბილეთების ფასი 7 ლარია. დასავლეთი ტრიბუნის პირველი იარუსის და ასევე მეორე იარუსის 8-9 სექტორის ბილეთის /ლურჯი ფერი/ მქონე გულშემატკივარი სტადიონზე დავით ყიფიანის ქუჩის მხრიდან მოხვდება /კარი 1/. აღმოსავლეთი ტრიბუნის პირველი იარუსის 14-15 სექტორის ბილეთის /მწვანე ფერი/ მქონე გულშემატკივარი სტადიონზე წერეთლის პროსპექტის მხრიდან მოხვდება /კარი 4-5/.