ათენის აეკ-ი თბილისში ჩარტერული რეისით ოთხშაბათს 12 საათსა და 30 წუთზე ჩამოვა. საქართველოს დედაქალაქს მეტოქის 50 გულშემატკივარი და 20-მდე ბერძენი ჟურნალისტი ეწვევა. აეკ-ის მთავარი მწვრთნელი მანოლო ხიმენესი ეროვნული სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში 19 საათსა და 30 წუთზე ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას გამართავს. 20 საათზე კი აეკ-ის მატჩისწინა ვარჯიში დაიწყება.