25.08.2011
დინამოს სტადიონი დინამოსია

ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი საფეხბურთო კლუბ დინამოს 49 წლიანი მმართველობით გადაეცა. ქალაქ თბილისის მერიასა და საფეხბურთო კლუბს შორის მემორანდუმი დღეს გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ჩვენი კლუბის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და ქალაქის ვიცე-მერმა გიორგი ცხაკაიამ მოაწერეს.

სტადიონზე მინდვრის საფარის გამოცვლა  უკვე 29 აგვისტოდან დაიწყება და სავარაუდოდ თვენახევარში დასრულდება, ასევე შეიცვლება სტადიონის განათების სისტემა. ჩატარდება სხვა სახის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიც და მალე სტადიონი სრულად დააკმაყოფილებს საერტაშორისო მოთხოვნებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024