27.08.2011
დუბლების მარცხი

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დუბლშემადგენლობათა გათამაშების მეოთხე ტურის შეხვედრაში ერთმანეთის წინააღმდეგ თბილისის დინამო და ზესტაფონი წარსდგნენ.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით,ორმხრივ შეტევებში წარიმართა და სტუმართა მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.გადამწყვეტი პირველი ტაიმის 23-ე წთზე გასული გოლი აღმოჩნდა,რომელიც მცველთა შეცდომას მოჰყვა და გიორგი ნადირაძესთან პირისპირ გასულ ბერდია შარვაძეს გოლის გატანა არ გასჭირვებია.

აღსანიშნავია,რომ ხსენებულ მატჩს თვალ-ყურს ადევნებდა თბილისის დინამოს ესპანელი თავკაცი ალექს გარსია.

 დინამო 2: ნადირაძე, გველესიანი, სანდოხაძე, ხოჭოლავა, ტვილდიანი, პაპავა, პარუნაშვილი, ჯიშკარიანი (წიკვაშვილი 52'), რეხვიაშვილი, გაბაშვილი, (რუხაძე 46'), ფოცხვერია (რუხაძე 68')

ზესტაფონი 2: მეშველიანი, მნათობიშვილი, ფერაძე, გრიგალაშვილი, ლურსმანაშვილი (გაგოშიძე 52'), ფოცხვერაშვილი (რობაქიძე 65'), კიკნაველიძე, გაჩეჩილაძე, ღირდალაძე, სარდალიშვილი, შარვაძე.

გოლი: 0-1 შარვაძე (24')

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024