01.09.2011
დინამოელები ახალგაზრდულ ნაკრებში

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი შეხვედრა გამართა.ახალგაზრდა ჯვაროსნები საკუთარ მოედანზე ესპანელი თანატოლების წინააღმდეგ ანგარიშით 2:7 დამარცხდნენ.
გაბელიას ნაკრებს მოედანზე დინამოელი ლევან კაკუბა კაპიტნის სამკლაურით გამოუძღვა.ასევე სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო თამაში კიდევ ერთმა დინამოელმა ფეხბურთელმა – ნიკა კვეკვესკირმა,რომელმაც შეხვედრის 87–ე წუთზე პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ახალგაზრდული ნაკრების განაცხადში კიდევ ერთი დინამოელ მოთამაშე,თორნიკე ზარქუა გახლდათ,რომელსაც შეხვედრის ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე მოუწია ყოფნა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024