18.09.2011
მიკელ ალვარო – მეორე ნახევარში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა

მიკელ ალვარომ ძალიან მოკლე პერიოდში მოახერხა ჩვენი გუნდის გულშემატკივრებთა გულების მოგება. ორი მნიშვნელოვანი გოლი და ძალიან დიდი შრომისმოყვარეობა, დაუშრეტელი, ულევი ენერგია. მიკელი კოლხეთთან მატჩში ერთ–ერთი გამორჩეული ფიგურა გახლდათ.

მიკელ ალვარო – ვფიქრობ, ძალიან კარგი თამაში ჩავატარეთ, ბურთი გვეჭირა, უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ პირველ ნახევარში გოლის გატანა ვერ შევძელით. მეორე ნახევარში პირველი გოლიც გავიტანეთ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მეტოქე 5–4–1 სათამაშო სქემით მოქმედებდა, დიდი ძალებით იცავდა თავს და პირველ ტაიმში, ჩემი აზრით, ამიტომაც გაგვიჭირდა. მე ცოტა მოგვიანებით შევუერთდი დინამოს. გუნდს უკვე შეკრებაც გავლილი ჰქონდა და თამაშებიც დაწყებული იყო. თამაშიდან–თამაშამდე, ნაბიჯ–ნაბიჯ, ნელ–ნელა, მწვრთნელებისა და ფეხბურთელების დახმარებით, ვფიქრობ ვუმატებ და ვუმატებთ ერთად, ვაუმჯობესებთ თამაშს, ვპროგრესირებთ. ამასთანავე გვსურს მალე მივაღწიოთ სასურველი თამაშის ხარისხს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024