დინამო არენაზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეშვიდე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნი გათამაშების დებიუტანტთან, მარტვილის მერანთან, ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ ბასაზე გამართავს.
2011/2012 წლების სეზონში დინამო თბილისი ბასაზე მეორე შეხვედრას გამართავს, ამჯერად მასპინძლის სტატუსით. დინამო თბილისსა და მარტვილის მერანს შორის შეხვედრა თბილისის დროით 16:00-ზე დაიწყება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ჩვენს კლუბს საშუალება ექნება მეტოქეს ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ ბასაზე უმასპინძლოს. მატჩზე დასწრება შეზღუდული იქნება.