23.09.2011
დავით ოდიკაძე - მერანი მებრძოლი გუნდია

მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი უმაღლესი ლიგის დებიუტანთთან მარტვილის მერანთან გამართავს. მატჩის წინ დინამოელთა ერთ-ერთ ლიდერს დავით ოდიკაძეს ვესაუბრეთ.

დავით ოდიკაძე - მიმდინარე სეზონში მარტვილის მერანის თამაში არ მინახავს. ვიცი, რომ მეტოქე მებრძოლი გუნდია, გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავთ და იოლი მატჩი არ გველის, მაგრამ შევეცდებით რომ გავიმარჯვოთ. მოწინააღმდეგე გუნდიდან მანწკავას გამოვარჩევდი. იგი დიდ ზეგავლენას ახდენს გუნდის თამაშზე - თუ მანწკავა თამაშობს, გუნდიც თამაშობს. ფორსმაჟორულ სიტუაციაში გვიწევს თამაში. დინამო არენაზე სერიოზული სამუშაოები მიმდინარეობს და ეროვნული ნაკრების ბაზაზე მოგვიწევს მათთან. კარგია, რომ შინ მოგვიწევს თამაში, ძნელია ზედიზედ  გასვლითი მატჩების ჩატარება, მგზავრობა  თავისას შვება. ჩემი აზრით ფიზიკურად კარგად ვართ მომზადებული, ვფიქრომ ამ მხრივ არანაირი პრობლემა არა გვაქვს.  მარტვილის მერანი დებიუტანტი გუნდია, პირველად უწევთ დინამოსთან თამაში და დარწმუნებული ვარ გაათკეცებული ჟინით გამოვლენ ჩვენთან სათამაშოდ. შეცდომების დაშვების უფლება აღარ გვაქვს და დარჩენილ თამაშებში ქულათა მაქსიმუმის მოგროვებას უნდა შევეცადოთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024