დინამო თბილისი 28 სექტემბერს, დავით ყიფიანის სახელობის საქრთველოს თასის გათამაშების მერვედფინალის პიველ შეხვედრაში გორის დილას უმასპინძლებს. დინამო არენაზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე თბილისელები გორელ სტუმრებს ეროვნული ნაკრების მოსამზადებელ ცენტრ- ბასაზე მიიღებენ.
ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით დინამოელებმა 28 სექტემბერს სამი შეხვედრა ჩაატარეს და სამივეში გამარჯვებულები გამოვიდნენ, ბურთების შეფარდებით 6-1. 1996 წელს მერვე ჩემპიონატის მეშვიდე ტურში თბილისელებმა გასვლაზე ბოლნისის სიონი, ანგარიშით 2-1 დაამარცხეს. 2002 წელს მეთოთხმეტე ჩემპიონატის მეცხრე ტურში დინამომ თბილისის მერანი91-ს უმასპინძლა და 2-0 გაიმარჯვა. ხოლო შარშან
22-ე ჩემპიონატის მერვე ტურში თბილისელებმა ვიტ ჯორჯია მიიღეს და მერანის დარად 2-0 დაამარცხეს.
საბჭოთა კავშირის თასზე მტკვრისპირელებმა 1960 წლის 28 სექტემბერს ლენინაკანის შირაქს უმასპინძლეს. ეს მეოთხედფინალური შეხვედრა დინამოელთა შედეგიანი გამარჯვებით 5-1 დასრულდა.
სსრკ-ს ჩემპიონატში იმავე რიცხვში დინამომ 6 შეხვედრა ჩაატარა. აქედან ორში თბილისელებმა იმარჯვეს, ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ორი მატჩი კი მოწინააღმდეგემ მოიგო. ბურთების შეფარდება 9-11. 1956 წელს თბილისელებმა კიშინიოვის ბურევესტნიკს უმასპინძლეს და სამი უპასუხო ბურთით დაამარცხეს. კიდევ ერთი გამარჯვება დინამოელებმა 1984 წელს დონეცკში ადგილობრივ შახტიორთან, უხვგოლიან შეხვედრაში მიითვალეს. ხსენებული მატჩი ანგარიშით 3-2 დასრულდა.
1947 წელს დინამოელები თბილისში დიდი ანგარიშით 0-4 დამარცხდნენ მოსკოველ სეხნიებთან. 1975 წელს კი დონეცკში შახტიორისგან იწვნიეს მარცხი ანგარიშით 1-3. ორი ფრე დინამომ 1963 წელს და 1979 წელს ითამაშა, შესაბამისად ტაშკენტში ადგილობრივ პახტაკორთან ანგარიშით 2-2 და ალმაატაში კაირატთან ანგარიშით 0-0.
აღსანიშნავია, რომ 1977 წლის 28 სექტემბერს დინამომ უეფას თასის ოცდამეთორმეტედ ფინალში მილანის ინტერს უმასპინძლა. ორი კვირით ადრე ჩატარებულ შეხვედრაში ერთბურთიანი გამარჯვების შემდეგ, დინამომ სახელოვან მეტოქესთან უგოლო ფრე ითამაშა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.