26.09.2011
დინამოს ათიანი მომავალს ოპტიმისტურად უყურებს (RU)

დინამოსა და მერანის მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ჩვენი გუნდის ახალგაზრდა, ნიჭიერი ფორვარდი ვახტანგ ფანცხავა გახლდათ. მიმდინარე სეზონში ფანცხავა პირველად მოხვდა გუნდის ძირითად შემადგენლობაში და მართალია გოლი არ გაუტანია, მაგრამ ორივე საგოლე შეტევაში აქტიური მონაწილეობა მიიღო და დინამოს გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.
ვახტანგ ფანცხავა – სამწუხაროდ ტრავმის გამო გარკვეული პერიოდი გამიცდა და ოპტიმალური ფორმისგან შორსა ვარ. ჩვენი კლუბის ხელმძღვანელების მხრიდან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ და მჯერა, რომ მათ ამ იმედებს არ გავუცრუებ. ვფიქრობ სათამაშო პრაქტიკის შემდეგ მალე შევალ სასურველ ფორმაში. მე დინამოს ათნომრიანი მაისური მაცვია და გაცნობიერებული მაქვს ის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა, რომელიც ამ მაისურის გადმოცემასთან ერთად დამეკისრა. შევეცდები კარგი და შედეგიანი თამაშით დინამოს წარმატებების მიღწევაში დავეხმარო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024