02.10.2011
სიონი - დინამოს შეხვედრას გიორგი ვადაჭკორია განსჯის (RU)

დინამო თბილისის და ბოლნისის სიონის დღევანდელ შეხვედრას, რომელიც ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გაიმართება, გიორგი ვადაჭკორია განსჯის.
ბოლო შეხვედრა ჩვენი გუნდის მონაწილეობით, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა. ვადაჭკორიამ გორში, ადგილობრივ დილასთან გამართულ მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს ხუთჯერ უჩვენა ყვითელი ბართი.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა, ზესტაფონი - მეტალურგი გახლავთ, სადაც გამარჯვება საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა იზეიმა. ვადაჭკორიამ აღნიშნული შეხვედრის მონაწილე ფეხბურთელებს ორი ყვითელი ბარათი უჩვენა, ზესტაფონელებს კი პენალტის დარტყმის საშუალებაც მისცა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

გიორგი ვადაჭკორია
დაბადების თარიღი: 1977 წლის 8 ივნისი

===========================================

უმაღლესი ლიგა - 50 თამაში / 202 ყვითელი / 13 წითელი / 10 პენალტი
საქართველოს თასი - თამაში / 14 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 5 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 6 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17.საკვალიფიკაციო ეტაპი – 2 თამაში / 11 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
ყვითელ–წითელი არ უჩვენებია და პენალტი არ დაუნიშნავს მხოლოდ – 4 შეხვედრაში

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024