დინამო თბილისის 26 წლის ნახევარმცველი, ლევან ხმალაძე მკურნალობის პროცესს განაგრძობს. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი ფეხბურთელი ტრავმის გამო აგერ უკვე მეხუთე თვეა უქმად იმყოფება. ლევან ხმალაძე, რომელსაც ჩვენი გუნდის მაისური 127 ოფიციალურ მატჩი აქვს მორგებული, სულ მალე მკურნალობის პროცესის უკანასკნელ ეტაპზე გადადის.
ლევან ხმალაძე - მკურნალობის პროცესის ნახევარი უკვე განვლილია. ახლა სომხეთში გამა-გამოსხივებაზე მიწევს წასვლა. ხუთი პროცედურა დამრჩა ჩასატარებელი და დღეიდან სამ კვირაში იმედი მაქვს მსუბუქად ვარჯიშსაც დავიწყებ. ვგრძნობ, რომ გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს. სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით არ ვარ მზად, თორე ახლავე დავიწყებდი გუნდთან ერთად ვარჯიშს. გუნდის თითოეული წევრისგან დიდ თანადგომას ვგრძნობ. ჩემთვის ძალიან დადებითი მომენტია, როდესაც მთავარი მწვრთნელიდან დაწყებული, ხელმძღვანელობით დასრულებული ყველა შენი გამოჯანმრთელებით არის დაინტერესებული. რისთვისაც მათ დიდ მადლობას გადავუხდი.