დუბლშემადგენლობათა გათამაშების მეცამეტე ტურის შეხვედრა, რომელიც ჩვენს გუნდს მცხეთაში, ადგილობრივ ვიტ ჯორჯიასთან უნდა გაემართა, სამომავლოდ გადაიდო. შეხვედრის გადადების მიზეზი დინამოს ფეხბურთელების სანაკრებო შეკრება გახლავთ. ჩვენი გუნდის დუბლშემადგენლიბის რვა ფეხბურთელი: გიორგი პაპავა, თევდორე კაკულია, ლაშა პარუნაშვილი, ალექსანდრე რეხვიაშვილი, ლევან ტყეშელაშვილი, ნიკა სანდოხაძე, დავით ხოჭოლავა და არჩილ ტვილდიანი 19-წლამდელთა ნაკრებში ემზადება, რომლის მთავარი მწვრთნელიც, დინამოს დუბლების თავკაცი, გიორგი დევდარიანი გახლავთ. შეგახსენებთ, რომ დუბლშემადგენლობათა გათამაშებას დინამო ერთპიროვნულად ლიდერობს. ჩვენს გუნდს 12 ჩატარებული შეხვედრიდან 26 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს ერთი ქულით უსწრებს.