16.11.2011
დინამოელები თურქეთიდან გამრჯვებულნი ბრუნდებიან (RU)

დღეს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა, რომლის თავკაციც დინამო თბილსის დუბლშემადგენლობათა მთავარი მწვრთნელი, გიორგი დევდარიანი გახლავთ, ელიტ-რაუნდში გავიდა. ჩვენი ქვეყნის მოზარდმა ფეხბურთელებმა ლუქსემბურგელ თანატოლებს ანგარიშით 2:0 სძლიეს. პარალელურად მიმდინარე შეხვედრა, შესარჩევი ეტაპის  მასპინძელ თურქებსა და პოლონელებს შორის ფრედ 2:2 დასრულდა და IX შესარჩევ ჯგუფში გიორგი დევდარიანის შეგირდებმა  სამი შეხვედრიდან ორი მოგებული და ერთი ფრედ ნათამაშები მატჩის შემდეგ პირველი ადგილი დაიკავეს. გადამწყვეტ შეხვედრაში ნაკრების თავკაცმა სასტარტო წუთებიდან ხუთი დინამოელი ათამაშა - ლაშა პარუნაშვილი, არჩილ ტვილდიანი, დავით ხოჭოლავა, გიორგი პაპავა და ნიკა სანდოხაძე. 58-ე წუთზე კი კიდევ ერთი დინამოელი ვიხილეთ მოედანზე - ალექსანდრე რეხვიაშვილმა გიორგი პაპავა შეცვალა. აღსანიშნავია, რომ სასტარტო შემადგენლობაში მყოფი ხუთი დინამოელი ფეხბურთელიდან სამმა - არჩილ ტვილდიანმა, ალექსანდრე რეხვიაშვილმა და დავით ხოჭოლავამ მსაჯისგან გაფრთხილება მიიღო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2009 წელს დევდარიანმა ელიტ-რაუნდში 17-წლამდელები გაიყვანა, ხოლო ამჯერად ანალოგიურ შედეგს 19-წლამდელებთან ერთად მიაღწია.

1 საქართველო    3 2 1 0 6-2 7

2 თურქეთი         3 1 2 0 6-3 5

3 პოლონეთი       3 1 1 1 5-6 4

4 ლუქსემბურგი 3 0 0 3 1-7 0

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024