კვირას, 4 დეკემბერს, საქართველოს ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურში დინამო თბილისი გორის დილას უმასპინძლებს. შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება. ეროვნული ასპარეზობის ეგიდით ეს გუნდები ერთმანეთს ორმოცდაორჯერ შეხვედრიან. შეიძლება ითქვას, რომ დინამოს უპრეცენდენტო უპირატესობა გააჩნია ამ შეხვედრებში. ოცდათვრამეტჯერ გამარჯვება თბილისელებს დარჩათ და მხოლოდ ოთხი შეხვედრა დამთავრდა ფრედ. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება 134/20 დინამო თბილისის სასარგებლოდ. ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. მეთექვსმეტე ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა ანგარიშით 9–0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. მეხუთე ჩემპიონატის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს თბილისელებმა შვიდი ბურთი შეაგდეს მეტოქის კარის ბადეში, გორელთა ორი გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამ–სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა – 6–1 და 5–0, ხოლო ოთხ–ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4–1 და 4–0 . ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ორი მატჩი უგოლოდ, ხოლო ორი შეხვედრა კი ანგარიშით 2–2 დასრულდა.
ბოლოს ერთმანეთს დინამო და დილა საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალში შეხვდნენ და გორელებმა მოახერხეს ჩვენი გუნდის გამოთიშვა ხსენებული ტურნირიდან. ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა, მაგრამ დილამ თბილისში უხვგოლიანი ყაიმის გამო გააღწია მეოთხედფინალში.