ზესტაფონისა და დინამო თბილისის ხვალინდელ შეხვედრას, რომელიც დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება, გიორგი ვადაჭკორია განსჯის.
ბოლო შეხვედრა,რომელიც ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა 3-0.
უკანასკნელი დაპირისპირება, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა, ბაიასა და დილას სათასო დაპირისპირება გახლავთ. ხსენებული შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა, მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს კი გიორგი ვადაჭკორიამ სამჯერ ყვითელი ბარათი უჩვენა.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
გიორგი ვადაჭკორია
დაბადების თარიღი: 1977 წლის 8 ივნისი
===========================================
უმაღლესი ლიგა - 56 თამაში / 220 ყვითელი / 13 წითელი / 11 პენალტი
უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 5 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 6 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17.საკვალიფიკაციო ეტაპი – 2 თამაში / 11 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
ყვითელ–წითელი არ უჩვენებია და პენალტი არ დაუნიშნავს მხოლოდ – 5 შეხვედრაში