უმაღლესი ლიგის მეთვრამეტე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი მარტვილის მერანის წინააღმდეგ ჩაატარებს. დინამოსა და მერანის დაპირისპირების ისტორია სათავეს მიმდინარე სეზონში გამართული შეხვედრიდან იღებს. უმაღლესი ლიგის დებიუტანტ მერანს, დინამომ მეშვიდე ტურის შეხვედრაში, 25 სექტემბერს 2:1 სძლია. გოლები ოდიკაძემ და კოშკაძემ გაიტანეს.
18 დეკემბერს დინამოს ერთი შეხვედრა აქვს გამართული ეროვნულ ასპარეზზე. 1992 წელს მეოთხე ჩემპიონატის მეჩვიდმეტე სათამაშო დღეს, თბილისელებმა გასვლაზე თელავში ადგილობრივ კახეთს, ანგარიშით 4–3 სძლიეს. გოლები აღნიშნულ შეხვედრაში ინალიშვილმა ორი, ქინქლაძემ და კვარაცხელიამ გაიტანეს.