უმაღლესი ლიგის მეთვრამეტე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი მარტვილში, ადგილობრივი მერანის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნულ მატჩს 1976 წელს დაბადებული ლაშა სილაგავა განსჯის.
უკანასკნელი თამაში, რომელიც ლაშა სილაგავამ იმსაჯა დილა–კოლხეთი გახლავთ. გატანილი გოლების გარეშე დასრულებულ შეხვედრაში სილაგავამ ყვითელი ბარათი ჯიბიდან ერთადერთხელ ამოიღო.
დინამოს მონაწილეობით სილაგავამ ბოლოს ქართული კლასიკო იმსაჯა. დინამო არენაზე გამართული დინამო 2:0 ტორპედო ყვითელი ბარათების გარეშე დაასრულა.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის ლაშა სილაგავას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
ლაშა სილაგავა
დაბადების თარიღი: 1976 წლის 27 ივლისი
===========================================
უმაღლესი ლიგა - 63 თამაში / 186 ყვითელი / 9 წითელი / 10 პენალტი
პირველი ლიგა - 1 თამაში / 5 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
საქართველოს თასი - 13 თამაში / 35 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
საქართველოს სუპერთასი - 1 თამაში / 4 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი
უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი - 2 თამაში / 11 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი - 2 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U19.საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 თამაში / 21 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი