მარტვილის მერანთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, დინამოელთა მეკარეს, თორნიკე ზარქუას კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.
თორნიკე ზარქუა – შეხვედრის პირველი ნახევარი კარგად ვითამაშეთ. იაგუეს გოლის შემდეგ, დარწმუნებული ვიყავი, რომ შეხვედრას გამარჯვებით დავასრულებდით. მოგერიებულმა პენალტმა დამაიმედა და საკუთარი თავის რწმენა შემმატა – ვიფიქრე მშრალად მოვახერხებდი კარის შენახვას. ასეთ სტადიონზე თამაში რთულია, პლიუს ამას მერანს, წარმატების მიღწევაში სტადიონზე მისული ადგილობრივი გულშემატკივარიც დაეხმარა. ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით თუ რა სჭირდება გუნდს – ბიჭებს გარსიასთან ერთად გვსურს წარმატების მიღწევა. დარწმუნებული ვარ, ზამთრის პაუზის შემდეგ დაბრუნებული დინამო ჩემპიონატს სასურველი შედეგით დაასრულებს.