1945 წელს თბილისის დინამომ თავისი პირველი ევროპული ტურნე გამართა. თბილისელებმა ამხანაგური შეხვედრები რუმეინეთში გამართეს. ამ ტურნეს დროს დაფიქსირდა შედეგი, რომელიც მტკვრისპირელთა ისტორიაში ყველაზე უხვგოლიან მატჩად არის შესული. 20 დეკემბერს თბილისელებმა ბუქარესტში ადგილობრივ იუვენტუსს 10:5 სძლიეს. ხუთი გოლით თავი გაიოზ ჯეჯელავამ გამოიჩინა, მეტოქის კარში სამი ბურთი ვიქტორ პანიუკოვმა გაიტანა. თითო–თითო გოლი კი თავიანთ აქტივში ვიქტორ ბერეჟნოიმ და ბორის პაიჭაძემ ჩაიწერეს.