დღეს სამედიცინო უნივერსიტეტის ხელოვნურსაფარიან მოედანზე აფხაზეთის ომის გმირის, ზაზა ბენდელიანის სახელობის, ბენდელას თასის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა. დინამო თბილისის აკადემიის გუნდმა ავაზა ქუთაისს დაძაბულ ბრძოლაში 2:1 სძლია და ფინალში თამაშის უფლებაც მოიპოვა. 2000 წელს დაბადებული დინამოელები ფინალში ჩემპიონს დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ ვალერი გაგუას შეგირდები მიმდინარე გათამაშებაზე ჩემპიონს ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ და 3:0 სძლიეს.
დასასრულს კი შეგახსენებთ, რომ ფინალური შეხვედრა ხვალ, 28 დეკემბერს სამედიცინო უნივერსიტეტის მოედანზე 15:00 საათზე გაიმართება.