ესპანური შეკრების მეორე სავარჯიშო დღეს, საწვრთნელი პროცესის პირველი ნაწილი ფიზიკური კონდიციების აღდგენა-გაუმჯობესებისთვის განკუთვნილ ვარჯიშებს დაეთმო, მეორე ნაწილი კი ტრადიციულ ორკარას. მხიარული და ამავდროულად უშეღავათო თამაშებში, გაიმარჯვა შვიდეულმა, რომლის შემადგენლობაც ასეთი გახლდათ: მიკელ ალვარო, ალექსანდრე კოშკაძე, ირჟი ჰომოლა, გიორგი კახელიშვილი, ჩისკო, გიორგი ლორია და კარლეს კოტო.