დინამოელები ესპანურ შეკრებაზე მეორე შეხვედრას ესპანიოლთან მასპინძელი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე გამართავენ. მოწინააღმდეგე გუნდი იმ ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული, რომლებიც, დღეს მირანდესთან ესპანეთის თასის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში არ მიიღებენ მონაწილეობას. დინამო-ესპანიოლის მატჩს თბილისის დროით 19 საათსა და 30 წუთზე დაიწყება, ჩვენი კლუბის პრეზიდენტი, ბატონი რომან ფიფია დაესწრება.