17.01.2012
გიორგი პაპავა – დინამოს ბუსკეტსი (RU)

გიორგი პაპავა ჩვენი გუნდის დუბლშემადგენლობაში ზაფხულში ჩაირიცხა. გიორგიმ პირველ გუნდთან ერთად თბილისშიც რამდენჯერმე ივარჯიშა და საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში, რომელიც დინამომ მარტვილში გამართა, თვრამეტკაციან განაცხადშიც მოხვდა. პირველ გუნდში დებიუტი, მას შესაძლოა ადრეც ჰქონოდა, მაგრამ ტრავმამ, ერთი თვის მანძილზე ვარჯიშის საშუალება არ მისცა. გუნდშიც და ცხრამეტწლამდელთა ნაკრებშიც იგი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს, თუმცა შემტევადაც უთამაშია და ცენტრალური მცველის ფუნქციებიც შეუსრულებია. დინამოს უმთავრესი გუნდის ღირსების დაცვა, მას ბარსელონაში, შეკრებაზე გამართულ პირველივე სპარინგში მოუწია, როდესაც მეორე ნახევარის პირველივე წუთიდან ჩაერთო თამაშში. Gგიორგი თვლის, რომ ის მატჩი და ის დღე ყოველთვის დაუვიწყარი იქნება. თანაგუნდელებს, მისთვის ზედმეტსახელის მოსაძებნად დიდხანს არ უფიქრიათ, გარეგნული მსგავსების გამო გიორგის ბუსკეტსი შეარქვეს. ნოუ კამპზე მისი უპირველესი დაკვირვების ობიექტიც სერხიო ბუსკეტსი იყო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024