სტრომსგოდსეტთან დასრულებული მატჩის შემდეგ, ნორვეგიელებთან შეხვედრის შესახებ კომენტარი გიორგი მერებაშვილმა გააკეთა.
გიორგი მერებაშვილი -პირველ რიგში ეს თამაშები იმისთვის არის, რომ გუნდის ძირითადი ბირთვი ჩამოყალიბდეს, შეთამაშდეს და ჩემპიონატისთვის მაქსიმალურად მზადყოფნაში იყოს. თუმცა ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ და ყოველთვის სასიამოვმოა როცა იგებ. ვცდილობთ რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდში მივაღწიოთ ჩვენს სათამაშო პიკს. პოლონელებთან დასანანი მარცხი ვიწვნიეთ და მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ დღევანდელ შეხვედრაში სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია. მიუხედავად გუშინდელი დატვირთული დღისა, ვგულისხმობ ორჯერად ვარჯიშს, თითოეულმა ფეხბურთელმა ასი პროცენტი დადო მინდორზე და ვფიქრობ დამსახურებულადაც გავიმარჯვეთ.