02.02.2012
გიორგი რეხვიაშვილი 24 წლის გახდა (RU)

ჩვენი გუნდის მცველი გიორგი რეხვიაშვილი დღეს 24 წლის გახდა. იუბილარის საპატივცემულოდ, ვახშამზე დინამოელებს სადღესასწაულო ტორტი მიართვეს. ტორტი გიორგის ზედმეტსახელის შესატყვისად გახლდათ მორთული და მისი სათამაშო 23 ნომრით დამშვენებული. გიორგის ჯანმრთელობას, საფეხბურთო კარიერაში დიდ გამარჯვებებს და ბედნიერებას ვუსურვებთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024