27.02.2012
გიორგი დევდარიანმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა (RU)

გიორგი დევდარიანი- ხანგრძლივი ფიქრისა და ანალიზის შემდეგ, მივედი დასკვნამდე, რომ ორივე საქმის ერთად კეთება - თბილისის დინამოს მთავარი მწვრთნელობა და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ხელმძღვანელობა - ჩემს ძალებს აღემატება. ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი საკუთარი ნებით დავტოვო. ორი კურდღლის მადევარი ვერცერთს ვერ დაიჭერს. ამიტომ, არ მინდა შევირცხვინო თავი, შევარცხვინო ჩემი ფეხბურთელები და ქართველი გულშემატკივრები. მაისში ელიტრაუნდზე ჩემი სახსრებით გავყვები გუნდს ხორვატიაში და ბიჭების გვერდით ვიქნები, თუ ეს რამეში დაეხმარებათ. მთელი ეს წლები, ვეცადე, ჩემი სამუშაო პირნათლად შემესრულებინა. გუნდი აწყობილი და ჩამოყალიბებულია და მგონია, რომ ჩემს გარეშეც დიდ წარმატებას მიაღწევენ ელიტრაუნდში. დიდი მადლობა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024