27.02.2012
სფფ: ეროვნული ჩემპიონატის XXII ტური ორი დღით გადაიწევს (RU)

სფფ-ის საშეჯიბრო კომიტეტის გადაწყვეტილებით, პირველი ეტაპის ბოლო, XXII ტურის მატჩები ორი დღით გადაიწევს. 

4 მარტს გასამართი ტურის ყველა მატჩი, 6 მარტს გაიმართება. რაც შეეხება გასულ ტურებში გადადებულ მატჩებს, გორის "დილასა" და რუსთავის "მეტალურგის" მატჩი 1 მარტს, მცხეთაში, "მცხეთა პარკზე" გაიმართება. "ზესტაფონისა" და "სპარტაკის" გადადებული შეხვედრა კი, რომელიც 26 თებერვალს, მეტეოროლოგიური პირობების გამო არ გაიმართა, 2 მარტს, ზესტაფონში, "დავით აბაშიძის" სახელობის სტადიონზე შედგება. 

5 მარტს გასამართი დუბლშემადგენლობების მატჩები კი, ამ დღის ნაცვლად, 7 მარტს გაიმართება. 

შეგახსენებთ, რომ მარტიდან, ეროვნული ჩემპიონატის მატჩები უკვე დღის 15:00 საათზე დაიწყება.

სფფ-ის პრესსამსახური

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024