24.03.2012
ალექსანდრე კოშკაძე – საჩემპიონო ბრძოლას არ ჩამოვცილებულვართ (RU)

მოახლოვებულ საიუბილეო კლასიკოს წინ, ჩვენი გუნდის კაპიტანსა და ლიდერს– ალექსანდრე კოშკაძეს კომენტარი ვთხოვეთ.

ალექსანდრე კოშკაძე– გუნდში ყველას გააზრებული აქვს ამ მატჩის მნიშვნელობა. არ ააქვს აზრი ამ შემთხვევაში რომელი გუნდი, რომელ ადგილზე იმყოფება,  რადგან ჩვენი შეხვედრები ყოველთვის დაძაბულად და უკომპრომისოდ მიმდინარეობს. ჩვენი მეტოქის სუსტი მხარე ხშირად არ ჩანს. რადგან ყველა გუნდი დინამოს წინააღმდეგ განსაკუთრებულად მოტივირებული თამაშობს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ მატჩში, რაშიც დარწმუნებული ვარ.

საჩემპიონო ბრძოლას არ ჩამოვცილებულვართ. ყველა თამაში ფინალივითაა და ბოლომდე ვიბრძოლებთ. შეუძლებელი კი არაფერია.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024