26.03.2012
დინამოელების ფრე ესპანეთთან (RU)

ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის პირველი შეხვედრა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ესპანელი თანატოლების წინააღმდეგ გამართა. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელიც ამავდროულად დინამო თბილისის დუბლების თავკაცი გახლავთ, მეტოქეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა და ფრედ - 1:1 ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში დინამო თბილისის აკადემიაში მოთამაშე, ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა. სასტარტო შემადგენლობაში მოზარდ ჯვაროსანთა გვერდი-გვერდ ოთხი დინამოელი ირჯებოდა - ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიგა სამხარაძე და გიორგი პაპუნაშვილი. შეხვედრის მსვლელობისას მოედანზე კიდევ ორი დინამოელი გამოვიდა. არჩილ მესხი თამაშში 54–ე წუთზე ჩაერთო, ვანო წილოსანი კი 63–ე წუთზე. ალექსანდრე გურეშიძე მატჩის ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

ვასილ მაისურაძის შეგირდები მომდევნო მატჩს 28 მარტს მიხეილს მესხის სტადიონზე , ინგლისელი თანატოლების წინააღმდეგ გამართავენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024