06.04.2012
ოთარ ხიზანეიშვილი – მეტალურგთან მძიმე თამაში გამოვიდა (RU)

დინამოში დაბრუნებულმა ოთარ ხიზანეიშვილმა ჩვენი გუნდის მაისურით ორი შეხვედრის გამართვა უკვე მოასწრო. მეტალურგთან თამაშის შემდეგ, დინამოს 14 ნომერს გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდისთვის კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

ოთარ ხიზანეიშვილი – მეტალურგთან მძიმე თამაში გამოვიდა. სტადიონზე მოსულმა მცირერიცხოვანმა გულშემატკივარმა ძირითადად ბურთისთვის ბრძოლა იხილა, ვიდრე სანახაობრივი თამაში. დასანანია, რომ ვერ მოვიგეთ, თუმცა ძალიან რთულია ითამაშო გამოკვეთილი თავდამსხმელის გარეშე. ფეხბურთი არის თამაში, სადაც გამარჯვებისთვის გოლის გატანა არის საჭირო, ჩვენ კი დამაგვირგვინებელ ფაზაში ძალიან გვიჭირს. რაც შეეხება ჩემს ასპარეზობას, საკუთარი გამოსვლით კმაყოფილი არ ვარ, ვგრძნობ, რომ გუნდთან ერთად მეტის მიღწევა შემიძლია. დინამოში დაბრუნების შემდეგ ორი თამაში ჩავატარე და ვფიქრობ, პირველთან შედარებით ( კოლხეთთან 1:1 ) დღეს უკეთესად ვითამაშე. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დავუბრუნდი მოედანს და ლოგიკურია, ჯერ სასურველ სათამაშო ფორმაში არ ვიმყოფები. გუნდში ყველანი გვერდით მიდგანან და ადაპტაციის პრობლემა ნამდვილად არ მქონია – მჯერა დინამო სასურველ თამაშს მალე იპოვის, თუმცა ვიმეორებ, თავდასხმის ხაზის გაძლიერების გარეშე ეს ძალიან გაგვიჭირდება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024