უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრა დინამოელებმა საკუთარ არენაზე გამართე და ფოთის კოლხეთთან ფრედ – 1:1 ითამაშეს. ჩვენი გუნდის ოფიციალურ ვებ–გვერდზე მიმდინარე გამოკითხვაში, რომელსაც ხსენებული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა უნდა გამოერკვია, ირაკლი ძარიას გამარჯვებით დასრულდა. ხსენებულ ინტერაქტივში დინამოს 88 ნომრიანი მაისურით მოთამაშე ფეხბურთელი გულშემატკივარმა საუკეთესოდ დაასახელა, მან 102 ხმა მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა.