17.04.2012
გიორგი ნემსაძემ სპორტული დირექტორის პოსტი დატოვა (RU)

გიორგი ნემსაძემ კლუბის სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა.

გიორგი ნემსაძე - გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხის და არსებული შედეგიდან გამომდინარე, საკუთარ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ და გადავწყვიტე კლუბის სპორტული დირექტორის თანამდებობის დატოვება. მინდა მადლობა ვუთხრა   კლუბის პრეზიდენტს, ბატონ რომან ფიფიას, დინამოს ყველა თანამშრომელს.   დინამო ჩემთვის ყოველთვის მშობლიური კლუბი იყო და ასეთად დარჩება მომავალშიც.

საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი მადლობას უხდის გიორგი ნემსაძეს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებებს უსურვებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024