28.04.2012
მერანი 1:3 დინამო (RU)

უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპის მეცხრე ტურის შეხვედრა დინამოელთათვის წარმატებული გამოდგა. საფეხბურთო კლუბ მარტვილის სალხინოს კაპიტნისა და მოგვიანებით მთავარი მწვრთნელის, ბიჭიკო შალალაშვილის ხსნოვნის საპატივცემულოდ, მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე შეხვედრის დაწყებას წუთიერი დუმილი უძღვოდა. თბილისელებმა ანგარიშის გახსნა მატჩის დებიუტშივე მოახერხეს. შეხვედრის 17–ე წუთზე გოლი მიკელ ალვარომ შორეული დარტყმით გახსნა. პირველი ტაიმი დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა. მეორე ნახევარი მასპინძელთა იერიშებით დაიწყო და მერანის ფეხბურთელებმა ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხეს – 60–ე წუთზე გოლის გატანა ჟვანიამ მოახერხა. კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს მან თავი დაახვედრა – 1:1

დინამოელებმა 75–ე წუთზე კვლავ მოახერხეს წინ გასვლა. შეცვლაზე შემოსულმა ნიკა კვეკვესკირმა ზუსტად შეასრულა ჯარიმა, ექვს წუთში კი მორიგი გოლიც ვიხილეთ... 81–ე წუთზე ირაკლი ძარიამ საფინალო ანგარიში დააფიქსირა –

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024