მარტვილის მერანისა და დინამოს დაპირისპირებას მალხაზ ბეუქლიშვილი განსჯის. უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ბეუქლიშვილმა იმსაჯა ეროვნულ ჩემპიონატის ფლეი–აუტის გურია 2:1 სპარტაკი გახლავთ, სადაც ბეუქლიშვილმა მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს სამი ყვითელი ბარათი აჩვენა. ამასთანავე მას ერთი პენალტის დანიშვნაც მოუწია. დინამოს მონაწილეობით უკანასკნელი დაპირისპირება, რომელიც მალხაზ ბეუქლიშვილმა იმსაჯა ბაია 2:1 დინამო გახლავთ, ხსენებულ მატჩში ბეუქლიშვილმა ოთხი ყვითელი ბარათი აჩვენა და ოთხივეჯერ დინამოელები იქნენ გაფრთხილებულნი. ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის მალხაზ ბეუქლიშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
მალხაზ ბეუქლიშვილი
დაბადების თარიღი: 1972 წლის 20 სექტემბერი
===========================================
უმაღლესი ლიგა - 48 თამაში / 133 ყვითელი / 4 წითელი / 6 პენალტი
პირველი ლიგა - 2 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
საქართველოს თასი - 7 თამაში / 18 ყვითელი / 0 წითელი / 3 პენალტი
ყვითელ–წითელი არ უჩვენებია და პენალტი არ დაუნიშნავს მხოლოდ – 3 შეხვედრაში