06.05.2012
დინამო – ტორპედოს დავით ხარიტონაშვილი განსჯის (RU)

დინამო თბილისისა და ქუთაისის ტორპედოს დღევანდელ შეხვედრას დავით ხარიტონაშვილი განსჯის.

უკანასკნელი მატჩი, რომელიც დავით ხარიტონაშვილმა იმსაჯა ფლეი–აუტის შეხვედრაა, სადაც ერთმანეთს სპარტაკი და ვიტ ჯორჯია დაუპირისპირდნენ. ხსენებულ შეხვედრაში ხარიტონაშვილმა მოთამაშეებს რვაჯერ უჩვენა ყვითელი ბარათი.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ხარიტონაშვილმა მარტის თვეში იმსაჯა. დინამოელები საკუთარ მოედანზე მარტვილის მერანს დაუზავდნენ – 2:2. თბილისელებს შეხვედრის ათი კაცით ჩამთავრება მოუწიათ, სტუმრებმა კი პენალტის დარტყის უფლება მოიპოვეს. აღნიშნულ დაპირისპირებაში დავით ხარიტონაშვილმა ოთხი ყვითელი ბარათი და ერთი წითელი ბარათი ამოიღო ჯიბიდან. ერთხელ კი პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით მეტი თვალსაჩინოებისათვის დავით ხარიტონაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

დავით ხარიტონაშვილი

დაბადების თარიღი: 1981 წლის 18 თებერვალი

===========================================

უმაღლესი ლიგა - 56 თამაში / 182 ყვითელი / 7 წითელი / 13 პენალტი

პირველი ლიგა - 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი

საქართველოს თასი - 11 თამაში / 30 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი - 1 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ჩემპიონთა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი - 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი - 1 თამაში / 1 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17.საკვალიფიკაციო ეტაპი - 2 თამაში / 12 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024