08.05.2012
სპორტულ ტრავმატოლოგთა ასოციაციის (ESSKA) საერთაშორისო კონგრესი (RU)

ჩვენი გუნდის მთავარი ექიმი შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართულ სპორტულ ტრავმატოლოგთა ასოციაციის (ESSKA) საერთაშორისო კონგრესზე იმყოფებოდა.

მერაბ ვარძუკაშვილი – შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში 2–5 მაისს ევროპის სპორტულ ტრავმატოლოგთა ასოციაციის (ESSKA) საერთაშორისო კონგრესი გაიმართა. აღნიშნული კონგრესი განსაკუთრებული ინფორმატიულობით გამოირჩეოდა. საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებდნენ თავის სფეროში საუკეთესო სპეციალისტები. სალექციო კურსსა და პრაქტიკულ სწავლებებს ატარებდნენ ისეთი ცნობილი პერსონები, როგორებიც არიან: პროფესორი რამონ კუგატი ( საფეხბურთო კლუბ ბარსელონას მთავარი ექიმი, ესპანეთი ), რიჩარდ სტედმენი ( ვეილი, კოლორადო, აშშ. ) და ა.შ.

კონგრესზე განხილული იყო სპორტული ტრავმის მკურნალობისა და რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდიკა. დიდი ყურადღება დაეთმო ბარძაყის უკანა ჯგუფის კუნთების ხშირ ტრავმიანობას, სადაც ცალკე სესია იყო ზრდის ფაქტორით (PRP)  კუნთოვანი ქსოვილის დაზიანების მკურნალობა, რომლის გამოყენების რამდენიმე წლიანი გამოცდილებაც გაგვაჩნია. ასევე განხილული იყო წინა ჯვარედინი იოგის დაზიანების მკურნალობისა და რეაბილიტაციის სხვადასხვა მეთოდიკა. აღნიშნულ კონგრესს საქართველოდან ჩემს გარდა ჩემი ორი კოლეგაც დაესწრო. კარგი იქნება, თუ მომავალში უფრო მეტი ქართველი სპეციალისტი მიიღებს მონაწილეობას შემდგომ გასამართ მსგავსი სახის ღონისძიებებში.

საგულისხმოა, რომ მომდევნო ევროპის სპორტულ ტრავმატოლოგთა ასოციაციის (ESSKA) კონგრესი 2014 წლის მაისში, ქალაქ ამსტერდამში გაიმართება.

მერაბ ვარძუკაშვილი და რამონ კუგატი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024