18.05.2012
დინამო vs ბაია – ურთიერთშეხვედრები (RU)

საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეთოთხმეტე, ბოლო ტურში, დინამო თბილისი ზუგდიდის ბაიას უმასპინძლებს. შეხვედრა 20 მაისს დინამო არენაზე გაიმართება და 17.00 საათზე დაიწყება. აქამდე დინამო თბილისი ზუგდიდურ კლუბებს ოცდაცამეტჯერ შეხვედრია. ამ თამაშებიდან თბილისელებმა ოცდასამჯერ იმარჯვეს, ექვსი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ოთხჯერ კი გამარჯვება ზუგდიდელებს დარჩათ. ბურთების შეფარდებაც შესაბამისად 84/25 დინამოს სასარგებლოდ. სხადასხვა დროს თბილისელთა წინააღმდეგ იასპარეზეს ოდიშმა, დინამომ, მგლებმა და ბაიამ.

რაც შეეხება დინამოსა და ბაიას დაპირისპირებას, ეს გუნდები სულ თერთმეტჯერ შეხვედნენ ერთმანეთს და მტკვრისპირელთა უპირატესობა აქაც უპირობოა. ექვსი მოგება, ოთხი ფრე და ერთი მარცხი, ხოლო ბურთების შეფარდება 23/8. ეს ერთადერთი მარცხი თბილისელებმა შარშან, პირველი წრის შეხვედრაში განიცადეს. 22 ოქტომბერს, მეათე ტურის შეხვედრაში გულია თუთბერიძის სახელობის სტადიონზე ბაიამ ანგარიშით 2–1 გაიმარჯვა. დიდი ანგარიშით დინამომ სამჯერ მოიგო: თბილისში 2010 წლის 9 მაისს, ოცდამეერთე ჩემპიონატის ოცდამეთოთხმეტე ტურში ანგარიშით 3–0, ზუგდიდში 2009 წლის 19 სექტემბერს, ანგარიშით 6–0 და წელს 26 თებერვალს, ოცდამეერთე ტურში დინამო არენაზე ანგარიშით 5–1. აღნიშნულ შეხვედრაში თავი გამოიჩინეს კოშკაძემ, კოტომ, მერებშვილმა, ძარიამ და გოგუამ.

ამ გუნდების ბოლო შეხვედრაში, რომელიც ზუგდიდში ბაიას საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა, უხვგოლიანი ფრე 2–2 დაფიქსირდა. მეტად დაძაბულ შეხვედრაში ჯერ მასპინძლები დაწინაურდნენ გაბედავას დუბლით, ხოლო შემდეგ რობერტინიომ და ძარიამ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024