დღეს სტარტი აიღო ნოდარ ახალკაცის სახელობის ბავშვთა მეხუთე ფესტივალმა. გათამაშებაში 2001, 2002 და 2003 წელს დაბადებული ბავშვები მონაწილეობენ. შეჯიბრებაში დინამო თბილისის აკადემია სამივე ასაკობრივ შეჯიბრებაში ასპარეზობს. მოედანზე თავდაპირველად დინამოს აკადემიის 2003 წელს დაბადებულ ბავშვთა გუნდი მორკინალის წინააღმდეგ ვიხილეთ. მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა, სადაც მოზარდი დინამოელები მინიმალური ანგარიშით 2:3 დამარცხდნენ. მოგვიანებით ფესტივალში დინამოს აკადემიის 2001 წელს დაბადებულთა გუნდი ჩაერთო. მათ მეტოქე გუნდის დამარცხება არ გასჭირვებიათ და ავაზას 5:1 სძლიეს. პირველი სათამაშო დღის მიწურულს კი ჩვენი აკადემიის 2002 წელს დაბადებულთა გუნდი რუსთავს დაუპირისპირდა და მეტად უხვგოლიან შეხვედრაში მეტოქეს 10:0 მოუგეს.
დასასრულს შეგახსენებთ, რომ დინამოს აკადემიის ასაკობრივი გუნდები მორიგი, მეორე ტურის შეხვედრას ხვალ გამართავენ, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ დინამოს განრიგი.
დღევანდელი დღის ფოტოები იხილეთ დინამო თბილისის ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე.