29.05.2012
დინამოს აკადემია ნოდარ ახალკაცის სახელობის ფესტივალზე – მესამე დღე (RU)

დინამო თბილისის აკადემიის ასაკობრივმა გუნდებმა წარმატებით გადალახეს ნოდარ ახალკაცის სახელობის ბავშვთა მეხუთე ფესტივალის ჯგუფური ეტაპი. ტურნირის მესამე სათამაშო დღეს ჩვენი აკადემიის 2001, 2002 და 2003 წელს დაბადებულთა გუნდებმა მეტოქეები დიდი ანგარიშით დაამარცხეს. დღეს მოედანზე დინამოელთაგან პირველნი 2002 წელს დაბადებულნი ვიხილეთ, მათ მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და 9:1 დაამარცხეს. ამ მოგების შედეგად დინამოელებმა ექვს ქულას მოუყარეს თავი და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს. მოგვიანებით დინამოს აკადემიის 2003 წელს დაბადებულთა გუნდმა გამართა თავისი მორიგი მატჩი. მოზარდ დინამოელთა მეტოქე ავაზა 2 იყო. შეხვედრა ჩვენი აკადემიის აღსაზრდელთა გამარჯვებით – 9:0 დასრულდა და უშუალო კონკურენტთან მოგებული დაპირისპირების წყალობით მოზარდი დინამოელები ჯგუფიდან გავიდნენ. მესამე სათამაშო დღის მიწურულს დინამოს აკადემიის 2001 წელს დაბადებულთა გუნდი კახეთის გუნდს შეხვდა 10:1 დაამარცხა და ჯგუფური ეტაპი ასპროცენტიანი მაჩვენებლით დაასრულეს – 3 თამაში 3 მოგება.

ჩვენი აკადემიის ასაკობრივი გუნდები მორიგ მატჩებს ხვალ გამართავენ. დინამოს აკადემიის 2001 წელს დაბადებულთა გუნდი ბაქსვუდს დაუპირისპირდება, 2002 წელს დაბადებულნი მორკინალს გაეჯიბრებიან, 2003 წელს დაბადებულნი კი იმედის სკოლის მოთამაშეებს შეხვედებიან.

ფლეი–ოფის შეხვედრების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებას ეწვიეთ დინამოს განრიგს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024