დინამოს აკადემიის გუნდებმა ნოდარ ახალკაცის სახელობის ფესტივალზე იმარჯვეს.. (RU)
ნოდარ ახალკაცის სახელობის ბავშვთა მეხუთე ფესტივალი დასრულდა. გათამაშებაში მონაწილეობას 2001, 2002 და 2003 წელს დაბადებული ბავშვები იღებდნენ. საგულისხმოა, რომ სამი ასაკობრივი გათამაშებიდან ორში დინამოს აკადემიის გუნდებმა იმარჯვეს. ჩვენი აკადემიის 2002 წელს დაბადებულთა გუნდმა საბურთალოს სტადიონზე გამართულ ფინალში ნორჩი დინამოელის გუნდს პენალტების სერიაში სძლიეს. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ – 1:1 დასრულდა, პენალტები კი ჩვენი აკადემიის აღსაზრდელებმა უკეთესად შეასრულეს – 4:1 .2001 წელს დაბადებულთა ფინალური შეხვედრა, ფესტივალის დახურვისა და დაჯილდოების ცერემონიალი კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ვაკეში გამართულ შეხვედრაში დინამოელები გორის გუნდს დაუპირისპირდნენ და 8:2 მოუგეს.
აღსანიშნავია, რომ დინამოს აკადემიის აღსაზრდელი, 2001 წელს დაბადებული შოთა ნონიკაშვილი, თავის ასაკში ტურნირის მონაწილე ფეხბურთელებს შორის საუკეთესო მცველად დასხელდა. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება კი ზუკა დავითაშვილმა მოიპოვა. 2002 წელს დაბადებულ დინამოელთაგან ალექსანდრე გოდერძიშვილი გათამაშების საუკეთესო ფორვარდად დასახელდა, მისივე თანაგუნდელი ლუკა ხარშილაძე კი საუკეთესო მეკარედ იქნა აღიარებული.