ევროპის ჩემპიონატის დღეებში ჩეხური საინფორმაციო საშუალებები ხშირად ინტერესდებიან უგრინების მოსაზრებებით. ჩეხური სპორტული ვებ–გვერდი, tipsport.cz, დუშან უგრინ უფროსს დაუკავშირდა და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრების შედეგების პროგნოზირება სთხოვა. საინტერესოა, რომ უფროსმა დუშან უგრინმა ჩეხეთი – საბერძნეთის მატჩის ანგარიში ზუსტად იწინასწარმეტყველა – 2:1 ჩეხების სასარგებლოდ.
პორტუგალია – დანია
მიუხედავად იმისა, რომ დანიამ ჰოლანდიასთან შეხვედრაში შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა, ვფიქრობ პორტუგალიასთან უშანსოდ არიან და ორბურთიანი სხვაობით დამარცხდებიან – 2:0
გერმანია – ჰოლანდია
ჰოლანდია ყველასთვის მოულოდნელად ქულების გარეშეა. გერმანელების წინააღმდეგ ნარინჯისფერები უბრძოლველად ვერაფერს გამორჩებიან, მათ ძალიან დიდი შრომის შესრულება მოუხდებათ მთელი მატჩის განმავლობაში. ვფიქრობ დაპირისპირება ორმხრივ შეტევებში წარიმართება, მიუხედავად ამისა ჩემი პროგნოზი ასეთია – 0:0
იტალია – ხორვატია
იტალია იმდენად შებოჭილი აღარ იქნება, რამდენადაც ეს ესპანეთთან შეხვედრაში იყო. ვფიქრობ მათ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოსავლენად კარგი შანსი ექნებათ. მიუხედავად იმისა, რომ ხორვატია ამჟამად ჯგუფის ლიდერია, ჩემი აზრით, იტალია კარს მშრალად შეინახავს და იმარჯვებს – 1:0
ესპანეთი – ირლანდია
იტალიისა და ესპანეთის შეხვედრაში მოედანზე შემოსულმა ფერნანდო ტორესმა კიდევ უფრო გამოაცოცხლა თამაში და მას სამჯერ შეეძლო გოლის გატანა. აქედან გამომდინარე ვფიქრობ იგი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს თამაშს. ვგონებ ესპანეთი მოიგებს – 2:0
უკრაინა – საფრანგეთი
ეს არის შეხვედრა, რომელშიც რთულია ფავორიტის დასახელება. იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინა სახლში თამაშობს და გარკვეული უპირატესობა აქვს, მაგრამ მაინც ფრეს ვვარაუდობ – 1:1
ინგლისი – შვედეთი
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთული შეხვედრა იქნება ინგლისელებისთვის, ვფიქრობ მაინც მათი გამარჯვებით დასრულდება მატჩი – 1:0